დაკარგული ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მეტრო "წერეთელის" მიმდებარე ტერიტორიიდან (დიდუბე) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი.
ჯიში: ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი
ასაკი: 1-2 წ
სქესი: ხვადი
ფერი: შავი
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია წითელი საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 29 ნოემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია