თავშესაფრიდან გაჩუქდა სამოედი ან სამოედის მეტისი
მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა ვარდევანის ჩიხიდან შემოყვანილი სამოედი ან სამოედის მეტისი.
ჯიში: სამოედი ან სამოედის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ (სტერილური)
ფერი: თეთრი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
იხილეთ ბმული - ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია
სასარგებლო ბმულები: როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან? რას ნიშნავს კასტრაცია/სტერილიზაცია და რატომ უნდა ჩავუტაროთ აღნიშნული პროცედურა ცხოველს?