დაკარგული ჩინური ქოჩორა ან ჩინური ქოჩორას მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მარჯანიშვილის გამზირიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ჩინური ქოჩორა ან ჩინური ქოჩორასმეტისი.
ჯიში: ჩინური ქოჩორა ან ჩინური ქოჩორას მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ
ფერი: ჩალისფერი
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 18 იანვრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია