დაკარგული გერმანული ნაგაზის მეტისი ლეკვი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში წინამძღვრიშვილის ქუჩიდან (პლეხანოვი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული გერმანული ნაგაზის მეტისი ლეკვი.
ჯიში: გერმანული ნაგაზის მეტისი
ასაკი: 6-7 თვის
სქესი: ხვადი
ფერი: შავი, თეთრი გულით
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ლეკვი გაჩუქდება 17 იანვრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია