დაკარგული ლაბრადორის ან ლაბრადორის მეტისის ლეკვი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ლაბრადორის ან ლაბრადორის მეტისის ლეკვი.
ჯიში: ლაბრადორი ან ლაბრადორის მეტისი
ასაკი: 1-2 თვის
სქესი: ძუ
ფერი: შავი, თეთრი გულით
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 18 თებერვლიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია