სიახლეები
24 თებერვალი
2023

თავშესაფრიდან პატრონს დაუბრუნდა ცხენი

მუნიციპალური თავშესაფრიდან პატრონს დაუბრუნდა კახეთის გზატკეცილიდან ("ისთ პოინტის მიმდებარე ტერიტორიიდან) შემოყვანილი ცხენი.

 ჯიში: ადგილობრივი
სქესი: ულაყი
ასაკი: 2-3 წლის
ფერი: თეთრი
 
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!
 
ნუ დატოვებთ თქვენს საკუთრებაში მყოფ პირუტყვს უმეთვალყურეოდ, რადგან ეს საფრთხის შემცველია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თავად ცხოველებისათვის. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) პირუტყვის ყოლა და გადაადგილება აკრძალულია.
 
პირუტყვის დედაქალაქში გადაადგილება საფრთხის შემცველია, რაგდან:
• მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი;
• ხშირია მწვანე ნარგავების განადგურებისა და ტერიტორიების დაბინძურების შემთხვევები;
• მაღალია ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.
 
დედაქალაქში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-93.
 
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს მეპატრონის დაჯარიმებას.