დაკარგული კოკერ სპანიელის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ვეფხისტყაოსნის ქუჩიდან (დიდი დიღომი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული კოკერ სპანიელის მეტისი.
ჯიში: კოკერ სპანიელის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ
ფერი: წითური
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია ლურჯი საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 1 მაისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია