თავშესაფრიდან გაჩუქდა სტაფი ან სტაფის მეტისი
მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა ოქროყანისკენ მიმვალი გზიდან შემოყვანილი სტაფი ან სტაფის მეტისი.
ჯიში: სტაფი ან სტაფის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ (სტერილური)
ფერი: რუხი-შავით, ვეფხვისებრი, თეთრი კისრით
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
იხილეთ ბმული - ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია
სასარგებლო ბმულები: როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან? რას ნიშნავს კასტრაცია/სტერილიზაცია და რატომ უნდა ჩავუტაროთ აღნიშნული პროცედურა ცხოველს?