სიახლეები
07 ნოემბერი
2023

სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილებას 5 ახალი ავტომობილი დაემატა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილებას 5 ახალი ავტომობილი დაემატა.

მანქანების გაზრდილი რაოდენობა ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტურ მუშაობას და მოქალაქეთა გამოძახებებზე ოპერატიულ რეაგირებას.

მიმდინარე წელს სააგენტოს ეკიპაჟებმა 13 600-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება, სტერილიზაციისთვის თავშესაფარში 5 800-მდე ცხოველი გადაიყვანეს და 270-მდე სამაშველო ღონისძიება ჩაატარეს.

ამასთან, დედაქალაქის მასშტაბით, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.