სიახლეები
04 ოქტომბერი
2026

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი ცხოველების კეთილდღეობის, მათი უფლებებისა და დაცვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ემსახურება.
ამასთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისთვის სხვადასხვა მისამართზე ხის სახლები განათავსა.
აღნიშნული აქტივობა ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების ჩართულობით განხორციელდა, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საზოგადოების მონაწილეობა მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სააგენტო კერძო სექტორს ცხოველთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ცხოველთა კეთილდღეობისა და მათზე ზრუნვის მნიშვნელობას. ცხოველებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.