დაკარგული კოკერი ან კოკერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული კოკერი ან კოკერის მეტისი.
ჯიში: კოკერი ან კოკერის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: შავი
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია ვარდისფერი საყელური
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ტრავმირებული
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 31 მარტიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია