დაკარგული მეძებრის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ლიუბლიანას ქუჩიდან (დიღმის მასივი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული მეძებრის მეტისი.
ჯიში: მეძებრის მეტისი
ასაკი: 8-9 თვის
სქესი: ხვადი
ფერი: რუხი, შავი ლაქებით
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 22 აპრილიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია