თავშესაფრიდან გაჩუქდა მეტისი ლეკვი
მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა არბოს ქუჩიდან (ნაძალადევი) შემოყვანილი დაკარგული მეტისი ლეკვი.
ჯიში: მეტისი
ასაკი: 7-8 თვის
სქესი: ძუ (გაჩუქდა სტერილიზაციის ვალდებულებით, რაც გულისხმობს რომ მეპატრონე იღებს ვალდებულებას შესაბამის ასაკში გაასტერილოს ძაღლი, სააგენტო კი უფასოდ ჩაუტარებს აღნიშნულ პროცედურას)
ფერი: ჩალისფერი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იტოვებს უფლებას, პერიოდულად გადაამოწმოს თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველის მდგომარეობა და მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ცხოველი დააბრუნოს მუნიციპალურ თავშესაფარში!