სიახლეები
24 ნოემბერი
2024

ოთხი დაკარგული თხა თავშესაფარშია

მუნიციპალურ თავშესაფარში არტანუჯის ქუჩიდან (მუხიანის დასახლება) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული თხები.

ჯიში: ადგილობრივი

ასაკი:  2-3 წლის

სქესი: სამი დედალი და ერთი მამალი

ფერი: თეთრი, შავი ლაქებით, თეთრი, შავ-თეთრი, თეთრი

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424 და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და გარემოებების შესახებ). დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: როგორ უნდა მოვიქცე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში?
  • იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.
  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია

 

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!

ნუ დატოვებთ თქვენს საკუთრებაში მყოფ პირუტყვს უმეთვალყურეოდ, რადგან ეს საფრთხის შემცველია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თავად ცხოველებისათვის. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) პირუტყვის ყოლა და გადაადგილება აკრძალულია.

პირუტყვის დედაქალაქში გადაადგილება საფრთხის შემცველია, რაგდან:

მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი;
ხშირია მწვანე ნარგავების განადგურებისა და ტერიტორიების დაბინძურების შემთხვევები;
მაღალია ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.
დედაქალაქში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-93.

პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს მეპატრონის დაჯარიმებას.