დაკარგული როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში შერვაშიძის ქუჩიდან (ისან-სამგორის რაიონი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი.
ჯიში: როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი
ასაკი: 1 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: შავი, ყავისფერი ფეხებით და გულით
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია ლურჯი საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 2 თებერვლიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია