დაკარგული ორი როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ორი როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი.
ჯიში: როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი
ასაკი: 3 - 4 წლის
სქესი: ორივე ხვადი
ფერი: შავი ყავისფერში
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლები გაჩუქდებიან 23 მაისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია