დაკარგული ორი ფრანგული ბულდოგი ან ფრანგული ბულდოგის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში გრ. ფერაძის ქუჩიდან (დიღომი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ორი ფრანგული ბულდოგი ან ფრანგული ბულდოგის მეტისი.
ჯიში: ფრანგული ბულდოგი ან ფრანგული ბულდოგის მეტისი
ასაკი: 3-4 წლის
სქესი: ორივე ხვადია
ფერი: მუქი რუხი
ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა: დაავადებული
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლები გაჩუქდებიან 27 მაისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია