სიახლეები
21 ივლისი
2025

თავშესაფრიდან გაჩუქდა ლეკვი და ორი კნუტი

მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა პლატინის ქუჩიდან (ზაჰესი) შემოყვანილი ლეკვი და ხიზანიშვილის ქუჩიდან და კახეთის გზატკეცილიდან შემოყვანილი ორი ნუტი.

ჯიში: მეტისი

ასაკი:2-3 თვის

სქესი: ხვადი ლეკვი და ძუ და ხვადი კნუტები (გაჩუქდნენ სტერილიზაციის ვალდებულებით)

ფერი: თეთრი, რუხი ვეფხვისებრი და რუხი

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იტოვებს უფლებას, პერიოდულად გადაამოწმოს თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველის მდგომარეობა და მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ცხოველი დააბრუნოს მუნიციპალურ თავშესაფარში!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

! ცხოველის თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევაში, ცხოველს ადგილზე დაარეგისტრირებენ და მოახდენენ მის იდენტიფიკაციას, ხოლო თქვენ მიერ ქუჩიდან ან სხვა ვითარებაში აყვანილი ძაღლის ან კატის რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

იხილეთ ბმული -  ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია

სასარგებლო ბმულები: როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან?   რას ნიშნავს კასტრაცია/სტერილიზაცია და რატომ უნდა ჩავუტაროთ აღნიშნული პროცედურა ცხოველს?