დაკარგული ცხენი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში დემეტრე თავდადებულილის და იოანე პეტრიწის ქუჩებს შორის მდებარე სკვერიდან (187-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ცხენი.
ჯიში: ადგილობრივი
ასაკი: 3 წლის
სქესი: ფაშატი
ფერი: წაბლისფერი, თავზე თეთრი ლაქით
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია აღვირი
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!
ნუ დატოვებთ თქვენს საკუთრებაში მყოფ პირუტყვს უმეთვალყურეოდ, რადგან ეს საფრთხის შემცველია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თავად ცხოველებისათვის. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) პირუტყვის ყოლა და გადაადგილება აკრძალულია.
პირუტყვის დედაქალაქში გადაადგილება საფრთხის შემცველია, რაგდან:
მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი;
ხშირია მწვანე ნარგავების განადგურებისა და ტერიტორიების დაბინძურების შემთხვევები;
მაღალია ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.
დედაქალაქში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-93.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს მეპატრონის დაჯარიმებას.