დაკარგული ვეიმარანერი ან ვეიმარანერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მეტრო "ახმეტელის' მიმდებარე ტერიტორიიდან (გლდანი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ვეიმარანერი ან ვეიმარანერის მეტისი.
ჯიში: ვეიმარანერი ან ვეიმარანერის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ძუ
ფერი:რუხი მოყავისფრო
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 31 აგვისტოდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია