დაკარგული ლაბრადორის მეტისი ლეკვი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ნიკოლა ბაჟანის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ლაბრადორის მეტისი ლეკვი.
ჯიში: ლაბრადორის მეტისი
ასაკი: 2-3 თვის
სქესი: ძუ
ფერი: ჩალისფერი
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ლეკვი გაჩუქდება 10 დეკემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია