ხუთი დაკარგული ძროხა თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში დავით აღმაშენებლის ხეივნიდან ("თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიიდან) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ხუთი ძროხა.
ჯიში: ადგილობრივი
ასაკი: 1 წლამდე და 5-6 წლისები
სქესი: ოთხი ფური და ერთი მოზვერი
ფერი: ყავისფერი, ორი შავი და ორი შავ-თეთრი
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია