კურცჰაარის ან კურცჰაარის ორი დაკარგული მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მამუკა ნოზაძის ქუჩიდან (ნაძალადევი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული კურცჰაარის ან კურცჰაარის მეტისი.
ჯიში: კურცჰაარის ან კურცჰაარის მეტისი
ასაკი: 5-6 თვის
სქესი: ორივე ძუ
ფერი: ორივე ყავისფერი თეთრი გულით
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლები გაჩუქდებიან 5 მარტიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია