დაკარგული როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში დავით აღმაშენებლის ქუჩიდან (პატარა ლილო) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი.
ჯიში: როტვეილერი ან როტვეილერის მეტისი
ასაკი: 4-5 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: შავი, წითური ფეხებით
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 2აპრილიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია