დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი 4 ლეკვით თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი თავისი ოთხი ლეკვით.
ჯიში: ჰასკი ან ჰასკის მეტისი
ასაკი: 3 წლის
სქესი: ძუ ძაღლი და 2 ხვადი და ორი ძუ ლეკვი (ლეკვები გაჩუქდებიან სტერილიზაციის ვალდებულებით)
ფერი: ძაღლი - რუხი, თეთრი გულით, ლეკვები: ორი მუქი ყავისფერი თეთრი გულით და ორი ღია ყავისფერი ჩალისფერი ფეხებით
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 9 მაისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია