დაკარგული კოკერ სპანიელის მეტისი და 7 ლეკვი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში შოთა რუსთაველის ქუჩიდან (ვარკეთილის მეურნეობა) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული კოკერ სპანიელის მეტისი და 7 ლეკვი.
ჯიში: კოკერ სპანიელის მეტისი
ასაკი: 4-5 წლის
სქესი: ძუ
ფერი: წითური
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია საყელური
ჯიში: 7-ვე მეტისი
ასაკი: 7-ვე 1 თვის
სქესი: 4 ძუ და 3 ხვადი
ფერი: 4 შავი; 2 თეთრი და 1 ყავისფერი
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი და 7 ლეკვი გაჩუქდება 25 მაისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია