დაკარგული ამერიკული პიტ ბული ან ამერიკული პიტ ბულის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ამერიკული პიტ ბული ან ამერიკული პიტ ბულის მეტისი.
ჯიში: ამერიკული პიტ ბული ან ამერიკული პიტ ბულის მეტისი
ასაკი: 4-5 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ჩალისფერი
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია საყელური
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 2 ივნისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია