დაკარგული ფოქსტერიერი ან ფოქსტერიერის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩიდან (საბურთალო) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ფოქსტერიერი ან ფოქსტერიერის მეტისი.
ჯიში: ფოქსტერიერი ან ფოქსტერიერის მეტისი
ასაკი: 1 წლის
სქესი: ძუ
ფერი: თეთრი, წითური ლაქებით
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 30 ივლისიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია