დაკარგული პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში ზღვის უბნიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული პიტბული ან პიტ ბულის მეტისი.
ჯიში: პიტ ბული ან პიტ ბულის მეტისი
ასაკი: 1-2 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: შავი, გულზე თეთრი ლაქით
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 16 აგვისტოდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია