„Mayhew International“ - ის ხელმძღვანელი თავშესაფარს ესტუმრა
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტუმრობს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორანიზაცია „Mayhew International“ - ის ხელმძღვანელი ქეროლაინ იატესი ვეტ-პერსონალთან - ურსულა გოეთსთან, ეინე მაგუაიერთან და ლაურა კაშმანთან ერთად, რომლებიც 19-დან 27 მარტის ჩათვლით ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ატარებენ თეორიულ და პრაკტიკულ ტრეინინგებს ცხოველების პოპულაციის ჰუმანური მართვის მიმართულებით. ასევე ტარდება ერთობლივი ოპერაციები (აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ვეტ-პერსონალისა და სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად), რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალის პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას. სტუმრები გაეცნენ თავშესაფარში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც დადებითად შეაფასეს. მათ სააგენტოს გაუწიეს კონსულტაციები რიგ საკითხებში და საჩუქრად გადასცეს ძვირადღირებული თანამედროვე საოპერაციო მაგიდა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის „Mayhew International“ -ს მრავაწლიანი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.