სააგენტოს მაშველებმა ორი კნუტი გადაარჩინა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კიდევ ორი კნუტი გადაარჩინა.
დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინება ამჯერად წერონისის ქუჩიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კნუტები კედლებს შორის ჩავარდნილი დახვდა. მათი ამოყვანა, შეზღუდული წვდომის გამო, გართულდა, თუმცა სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ისინი უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
გადარჩენილი კნუტები მოქალაქემ შეიფარა, რისთვისაც მას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის-112-ის მეშვეობით.