სიახლეები
04 აპრილი
2016

ლეკვების გაჩუქების აქცია "ბუკიას" ბაღში

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღე მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი ლეკვების გაჩუქებით აღნიშნა. ღონისძიება „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"- GSPSA -თან ერთად ჩატარდა. აქციას ესწრებოდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბატონი ბექა მიქაუტაძე, ცნობადი სახეები - გია ჯაჯანიძე, ნატუკა გულისაშვილი, ნინი ონიანი, ნინო მუმლაძე, თინათინ მაღალაშვილი, მირანდა მაისურადზე და სხვები. გამოყვანილი თხუთმეტი ლეკვიდან ყველა გაჩუქდა, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები,ლეკვების ახალ პატრონებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ვეტ-ექიმებისა და კინოლოგების მიერ გაეწიათ კონსულტაციები . ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს მაღალი აქტივობისა და გულისხმიერებისათვის - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!

ფოტო გალერეა იხილეთ ბმულზე: www.flickr.com