სიახლეები
06 აპრილი
2016

სააგენტოს თანამშრომლებმა მტკვარში ჩავარდნილი პიტბული გადაარჩინეს

2016 წლის 6 აპრილს 10:35 საათზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გოთუას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი, რომელიც იხრჩობოდა. ადგილზე ოპერატიულად მისულმა სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა ცხოველი იპოვა სანიაღვრე მილში, საიდანაც ძლიერი დინების გამო ამოსვლას ვერ ახერხებდა და განწირული იყო სასიკვდილოდ. რთული ვითარებიდან გამომდინარე ღონისძიებაში ჩაერთო საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რომელთა ტექნიკური დახმარებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი სპეციალური საშუალებებით ჩავიდა მტკვარში და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად მოახერხა ძაღლის უვნებლად ამოყვანა და გადარჩენა.
სავარაუდოდ დაკარგულ პიტბულის ჯიშის ძუ ძაღლი გადაყვანილ იქნა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში , სადაც გაეწია დახმარება ვეტ-ექიმების მიერ. 
ძაღლის მოძლიერების პარალელურად თავშესაფარში მოვიდა პიროვნება, რომელმაც ამოიცნო თავისი ძაღლი და ორივემ ბედნიერების განცდით დატოვეს თავშესაფარი.

ფოტო გალერეა იხილეთ ბმულზე: www.flickr.com