სიახლეები
07 აპრილი
2016

სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩენილი კნუტი

2016 წლის 6 აპრილს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად ვარკეთილის პირველი მიკრო რაიონის მეთხუთმეტე კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი იყო კნუტი, რომელიც რამდენიმე დღე ვერ ახერხებდა ამოსვლას და დახმარების გარეშე სასიკვდილოდ იყო განწირული. სააგენტოს მობილური ჯგუფის ადგილზე მისვლისას ინფორმაცია დადასტურდა. ჩატარებული ღონისძიების შედეგად კნუტი უვნებლად იქნა ამოყვანილი. დათვალიერების შედეგად მას რაიმე დაზიანებების კვალი არ აღენიშნებოდა. მოსახლეობის თხოვნით კნუტი დედა კატასთან ერთად ( რომელიც არ მოშორებია გასაჭირში მყოფ კნუტს და უყურებდა სამაშველო ოპერაციას) გაშვებულ იქნენ კორპუსის მიმდებარედ.