სიახლეები
05 აპრილი
2016

გარეული ცხოველების დაბრუნება ბუნებრივ არეალში

2016 წლის 5 აპრილს მუნიციპალური თავშესაფრიდან ბუნებრივ არეალში გაშვებულ იქნა მელა და ენოტი. აღნიშნულმა ცხოველებმა მუნიციპალურ თავშესაფარში გაიარეს რეაბილიტაცია. მათი გაშვების არეალი შეთანხმებულ იქნა გარემოს დაცვის სამინისტროსთან. გაშვებას ესწრებოდა „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების„ თავჯდომარე ბატონი ვახტანგ მამალაძე.