სიახლეები
22 მაისი
2016

სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩენილი კატა

2016 წლის 22 მაისს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოქალაქე ( ნონა ჩხობაძე ), რომელმაც განაცხადა, რომ დოლიძის ქუჩაზე მეორე დღეა ხეზე ასულია კატა, რომელიც დამოუკიდებლად ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ კატის ხეზე ასვლა არ წარმოადგენს მის განსაცდელში ყოფნას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სააგენტოს მობილური ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე, სადაც ვითარების სირთულის გამო ასევე გამოძახებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები. სარისკო სამაშველო ოპერაციის შედეგად კატა დაუბრუნდა ბუნებრივ არეალს.

ფოტოები იხილეთ ბმულზე: www.flickr.com