22 მაისს ბუკიას ბაღში ლეკვების გაჩუქების მორიგი აქცია გაიმართა
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2016 წლის 22 მაისს ბუკიას ბაღში „ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან“ ერთად ლეკვების გაჩუქების აქცია გამართა. გაჩუქდნენ ლეკვები, რომლებსაც მუნიციპალურ თავშესაფარში ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა, ანტირაბიული ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია და იდენტიფიკაცია საჭდის სახით. აქციის მიმდინარეობისას სააგენტოს თანამშრომლებმა გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, იზრუნეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და დაინტერესებულ პირებს გაუწიეს რეკომენდაციები, რაც დადებითად აისახება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვის საკითხზე. სააგენტო მადლობას უხდის ყველა მჩუქებელს გულისხმიერებისათვის. მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქცია ბუკიას ბაღში ყოველ კვირას გაიმართება.
ფოტოები იხილეთ ბმულზე: www.flickr.com