სიახლეები
02 ივნისი
2016

ცხოველისთვის ყურის მოჭრა ისჯება კანონით!

2016 წლის 1 ივნისს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა მოაქალაქე ჟანა ცერცვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 218-ე სკოლის ეზოში იმყოფება ლეკვი, რომელსაც დაზიანებული აქვს ყურები და აღენიშნება სისხლდენა. მობილური ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე, სადაც შეტყობინება დადასტურდა. სკოლის ეზოში აღმოჩენილი იქნა ლეკვი, რომელსაც სავარაუდოდ დაჭრილი აქვს ყურები. მძიმე მდგომარეობაში (სისხლდენითა და ტკივილებით) მყოფი ცხოველი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც დაუმუშავდა ჭრილობები, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართავს მოქალაქეებს დაიცვან ცხოველის მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი (დადგენილება N 7-28), რომლის თანახმად ცხოველისთვის ყურის მოჭრა ისჯება კანონით!