სიახლეები
08 ივნისი
2016

ნაპოვნია ვაკის პარკში მიკედლებული ძაღლი

ამა წლის 7 ივნისს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მობილური ჯგუფის მიერ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დაჭერილი და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა საჭდიანი ძაღლი, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა იყო გასულ დღეებში ვაკის პარკის ტერიტორიიდან დაკარგული მიკედლებული ძაღლი.

ძაღლს თავშესაფარში ჩაუტარდა ვეტერინარული შემოწმება და დაბრუნებული იქნება მიკედლების ადგილას.