სიახლეები
13 ივნისი
2016

სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალურ თავშესაფარში

2016 წლის 13 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალურ თავშესაფარში განახორციელეს ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია და მათი ვოლიერების დეზინფექცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.