სიახლეები
22 თებერვალი
2018

მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-93 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“-ს საფუძველზე, დაგეგმილი აქვს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 1 ერთეული მსხვილფეხა პირუტყვის (ძროხა (დეკეული)) რეალიზაცია აუქციონის ფორმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოს ელექტრონული გვერდის - www.eauction.ge მეშვეობით;

აუქციონის დაწყების და დასრულების თარიღი: 23 თებერვალი 2018წ - 28 თებერვალი 2018წ;
ბ) სარეალიზაციო პირუტყვის სახეობა, რაოდენობა, მოკლე აღწერა: 1 ერთეული პირუტყვი (ძროხა) წონით 240 კგ;
გ) პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულება: 1200 (ათას ორასი) ლარი;
დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა: 120 (ას ოცი) ლარი;
ე) ბიჯის სიდიდე: 60 (სამოცი) ლარი;