სიახლეები
26 დეკემბერი
2018

ვერის ბაღსა და ვაკის პარკში მიუსაფარი ცხოველებისათვის ხის სახლები დაიდგა

ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მოსწავლეებმა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით, ვერის ბაღსა და ვაკის პარკში მიუსაფარი ცხოველებისათვის თავიანთი ხელით მოხატული, ხის ოთხი სახლი დადგეს.

დღეიდან, თაფლო, ტონი, მულანი და ალფი ზამთარს თბილ სახლებში გაატარებენ.

მოსწავლეები ვერის ბაღში დადგმული საკვები აპარატის მუშაობის წესებსაც გაეცნენ.

სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები სასარგებლო სოციალურ აქტივობებში არიან ჩართული, რომლის ერთ-ერთი მიზანი, ბავშვებში დაუცველი არსებების მიმართ ემპათიის გაღრმავება და ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.