მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები კიდევ სამ ქუჩაზე განთავსდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები კიდევ სამ ადგილას - ნუცუბიძის მე-2 პლატოს, მე-3 კვარტალში, გლდანის პირველ მიკრორაიონსა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე დადგა.
ქუჩის ბინადარები - კუდა, ბოხორა, სუნსულა და პრანჭიკო ზამთარის ცივ დღეებს თბილ სახლებში გაატარებენ.