სიახლეები
28 დეკემბერი
2018

სუნდუკიანის ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სუნდუკიანის ქუჩაზე, 11 წლის ლევან გიორგაძესთან ერთად, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა.

ლევანი გუშინ გავრცელებული ფოტოს გმირია, სადაც ჩანს, თუ როგორ აფარებს მოზარდი თავის ქურთუკს ეზოში მწოლიარე მიუსაფარ ძაღლს.

ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსაც ესტუმრა და სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებსაც გაეცნო