დაკარგული დალმატინელი ან დალმატინელის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მეტრო "ღრმაღელეს" მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული დალმატინელი ან დალმატინელის მეტისი.
ჯიში: დალმატინელი ან დალმატინელის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: თეთრი, შავი ლაქებით
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 13 ოქტომბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია