დაკარგული გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში პეკინის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი.
ჯიში: გერმანული ნაგაზი ან გერმანული ნაგაზის მეტისი
ასაკი: 3-4 წლის
სქესი: ძუ
ფერი: შავი, წითური ფეხებით
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 18 ოქტომბრიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია