დაკარგული ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი.
ჯიში: ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი
ასაკი: 2-3 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: რუხი, ჩალისფერით
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ტრავმირებული
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 18 ოქტომბრიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია