დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მაქს ტილკეს ქუჩიდან (დიდი დიღომი) შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ჰასკი ან ჰასკის მეტისი.
ჯიში: ჰასკი ან ჰასკის მეტისი
ასაკი: 1-2 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: რუხი, თეთრი გულით და თათებით
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 15 ნოემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია