დაკარგული ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში რუსთაველის ქუჩიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი.
ჯიში: ნაგაზი ან ნაგაზის მეტისი
ასაკი: 2 წლის
სქესი: ძუ
ფერი: წითური, შავი ცხვირითა და თეთრი ფეხებით
განსაკუთრებული ნიშანი: უკეთია ხაკისფერი საყელური
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 19 ნოემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია