დაკარგული ბალონკა ან ბალონკას მეტისი თავშესაფარშია
მუნიციპალურ თავშესაფარში მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოყვანილია სავარაუდოდ დაკარგული ბალონკა ან ბალონკას მეტისი.
ჯიში: ბალონკა ან ბალონკას მეტისი
ასაკი: 1-2 წლის
სქესი: ხვადი
ფერი: ჩალისფერი
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე - (32) 242 11 71
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 24 ნოემბრიდან
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იხილეთ ბმული: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია